Articles

მოგზაურობა სამეგრელოში (ნაწილი 2)

  მოგზაურობა სამეგრელოში 1876-1878 წლები. ტექსტი და ნახატები პირველად ქვეყნდება   ტექსტის ავტორი კარლა სერენა ფრანგულიდან თარგმნა ანა ჭეიშვილმა   IV მეგრელთა წეს-ჩვეულებები. – როგორ ქორწინდებიან. – პატარძლის შესვლა ახალ ოჯახში: ცხენებით მსვლელობა, ქორწილის სუფრა, ქმარზე ნადირობა.   რა ტკბილია მისთვის, ვინც სამშობლო დატოვა და მის გულთან მიბმული აგრერიგად ძვირფასი ყველა კავშირი მცირე ხნით გაწყვიტა, შორეული ცის ქვეშ შეხვდეს გაშლილ მკლავებსა და სტუმართმოყვარე მიღებას, ისეთს, როგორიც მე საქართველოში მხვდა წილად! ამ სასიამოვნო და მომღიმარ გარემოში უცხოელი თავს გარიყულად არ გრძნობს. კავკასიის ამ ლამაზ ნაწილში ყველგან გვხვდება პატრიარქალური გულითადობა და სისადავის ტკბილი სურნელი, რომლებიც გულს მაშინვე სასიამოვნოდ გაგიხარებთ, გარდა ტფილისისა, სადაც დედაქალაქებისთვის დამახასიათებელმა კოსმოპოლიტიზმმა უკვე შეცვალა თავდაპირველი ჩვეულებები. ურთიერთობები თვალის დახამხამებაში ყალიბდება და იმ ჭერქვეშ, სადაც სტუმრად გვიღებენ, უკვე ოჯახის წევრად ვგრძნობთ თავს. ვინ მოთვლის ...